საქართველოს სუპერთასზე “დინამო” ბათუმისა და ქუთაისის „ტორპედოს“ ბილეთების გაყიდვა დაიწყო

25 ივნისი 2024, 19:04 2179 ნახვა

"დინამო” ბათუმისა და ქუთაისის „ტორპედოს“  ბილეთების გაყიდვა დაიწყო.

28 ივნისს, „დინამო“ ბათუმი  სლავა მეტრეველის სახელობის სუპერთასის ნახევარფინალში ქუთაისის „ტორპედოს“ უმასპინძლებს.

მატჩზე დასასწრები ბილეთების ონლაინ რეჟიმში რეალიზაცია https://biletebi.ge - ზე უკვე მიმდინარეობს 

სტადიონთან მდებარე სალაროებში კი ბილეთები 26 ივნისიდან გაიყიდება.

ბილეთის ფასი 5,10 და15 ლარია. VIP სექტორზე ბილეთის ღირებულება 25 ლარს შეადგენს

„დინამო“ ბათუმისა და ქუთაისის „ტორპედოს“ მატჩი „ბათუმი არენაზე“ 21:00 საათზე დაიწყება.

ზურა დიასამიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში