უფასო მედიკამენტები სარეიტინგო ქულების მიხედვით

01 აპრილი 2017, 00:00 2166 ნახვა

70-დან 100 ათასამდე სარეიტინგო ქულების მქონე მოქალაქეები უფასო მედიკამენტებით სარგებლობას სავარაუდოდ ზაფხულიდან შეძლებენ. ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მრჩეველმა თოქ-შოუ ფაქტორში განაცხადა. ლაშა ნიკოლაძის განმარტებით, პროგრამის აღნიშნულ კომპონენტზე მუშაობა გრძელდება და დეტალები უახლოეს პერიოდში დაზუსტდება. ამ ეტაპისთვის კვლავ უცნობი რჩება რა თანხის დახარჯვას გეგმავს სახელმწიფო ამ მიმართულებით და ვინ იქნებიან მედიკამენტების მომწოდებლები. იმის შესახებ, რომ სოციალურად დაუცველებთან ერთად უფასო მედიკამენტებით სარგებლობას 70-დან 100 ათასამდე სარეიტინგო ქულის მქონე მოქალაქეებიც შეძლებენ, ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ 23 მარტს განაცხადა.  

ამავე კატეგორიაში