გაეროს გენერალური მდივანი ისრაელს დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს

25 ივნისი 2024, 09:50 311 ნახვა

გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა   ღაზის სექტორში ისრაელსა და ჰამასს შორის რვა თვეზე მეტი ხნის განმავლობაში მიმდინარე ომის დროს ისრაელი მის შესახებ დეზინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა.

„ბევრჯერ მსმენია ერთი და იმავე წყაროსგან, რომ  არასოდეს დავსხმივარ თავს ჰამასს, რომ  არასოდეს დამიგმია ჰამასი, რომ  ჰამასის მხარდამჭერი ვარ“, - განაცხადა გუტერეშმა პრესკონფერენციაზე ბრალდების ადრესატის  დასახელების გარეშე.” 102-ჯერ დავგმე ჰამასი, მათგან 51 ოფიციალური გამოსვლების დროს, დანარჩენები სხვადასხვა სოციალურ პლატფორმაზე”, - თქვა გუტერეშმა და აღნიშნა, რომ  "სიმართლე საბოლოოდ ყოველთვის იმარჯვებს." გაეროში ისრაელის ელჩმა გილად ერდანმა განაცხადა, რომ   გუტერეშის დაგმობა  "ცარიელი სიტყვები იყო ქმედებების ნაცვლად".

ანტონიო გუტერეში ტერორის თანამონაწილეა და დღესვე უნდა გადადგეს - მოითხოვა ისრაელის ელჩმა. გაერო-სა და ისრაელს შორის ურთიერთობა დიდი ხანია დაძაბულია, ისრაელ-ჰამასის ომის დროს კი კიდევ უფრო გაუარესდა. ისრაელმა გაერო დაადანაშაულა მის წინააღმდეგ მიკერძოებულობაში, გაეროს თანამშრომლები კი ჰამასთან და სხვა ბოევიკებთან თანამშრომლობაში.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში