 
                                        
                                    
                                
                            
                            
                                
                                
                            
                            ქედაში ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. ავტოსაგზაო შემთხვევა ცოტა ხნის წინ, სოფელ დოლოგანთან მოხდა.
თვითმხილველების ინფორმაციით, ერთმანეთს მსუბუქი და სატვირთო ავტომობილები შეეჯახა.
სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე მისულ დახმარების ჯგუფს მამაკაცი გარდაცვლილი დახვდათ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს.
 
                             
                             
                         
                             
                             
                         
                             
                             
                         
                             
                            