ელექტრონული არჩევნების პროცედურები, საარჩევნო კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებები და ახალი ტექნოლოგიები - ეს არის მთავარი საკითხები, რომლებსაც აჭარის გენდერული თანასწორობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი საკოორდინაციო კომისიის დღევანდელ სამუშაო შეხვედრაზე განიხილავენ.
შეხვედრას 70-ზე მეტი პედაგოგი და საბავშვო ბაღის აღმზრდელი ესწრება.
ამომრჩეველთა საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში შეხვედრას საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდი და აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისია აჭარის უმაღლესი საბჭოს გენდერული თანასწორობის საბჭოსთან ერთად ატარებს.