პროგრამით უკმაყოფილო ბენეფიციარები

31 მარტი 2017, 00:00 2180 ნახვა

შინმოვლის საჭიროების მქონე ბენეფიციართა დახმარებისა და მომსახურეობის ქვეპროგრამა 4 წელია გრძელდება. პროგრამა გულისხმობს სახლის პირობებში, სოციალურად დაუცველ, საწოლს მიჯაჭვულ მოხუცებულ პირთა და შშმ პაციენტებისთვის სამედიცინო და სოციალური სერვისების მიწოდებას. მომსახურება ამ დრომდე  მოიცავდა  კვირაში ორჯერ ექიმის, ექთნის, რეაბილიტოლოგის მიერ ჰიგიენურ და სამედიცინო მოვლას. 2017 წლიდან უპირატესობა მედიკამენტებსა და ჰიგიენური ნივთების რაოდენობის გაზრდას მიენიჭა. რამაც ექიმის ვიზიტის აუცილებლობა მეორეხარისხოვანი გახადა. მიმდინარე წელს 90 ბენეფიციარზე 55 ათას 80 ლარია გათვალისწინებული.

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი