აშშ რუსეთის სავიზო ცენტრებს ხურავს - ანატოლი ანტონოვი

22 ივნისი 2024, 13:31 312 ნახვა

აშშ რუსეთის სავიზო ცენტრებს ხურავს, - ამის შესახებ, ინფორმაციას აშშ-ში რუსეთის ელჩი, ანატოლი ანტონოვი ავრცელებს.

ანტონოვის ცნობით, აშშ ვაშინგტონსა და ნიუ-იორკში მდებარე რუსეთის სავიზო ცენტრებს დახურავს და რუს დიპლომატებს საგადასახადო შეღავათებს გაუუქმებს.

„ჩვენს წინააღმდეგ ყოველდღიური თავდასხმები ხორციელდება და დღეს, სულ რაღაც, ერთი საათის წინ, ამერიკელებმა შეტყობინება გამოგვიგზავნეს, რომ სავიზო ცენტრი იხურება. მინდა ვთქვა, რომ ჩვენ მუშაობას გავაგრძელებთ. ჩვენს თანამემამულეებს არ მივატოვებთ. დღეს, ამერიკელებმა რუს დიპლომატებზე, კიდევ ერთი წვრილმანი, საზიზღარი თავდასხმა განახორციელეს. მათ გადასახადებისგან გათავისუფლების ბარათები წაგვართვეს“, - განაცხადა ანატოლი ანტონოვმა.

მისივე თქმით, აღნიშნული ნაბიჯის შესახებ ამერიკულ მხარეს განმარტებები არ გაუკეთებია.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში