უკრაინასა და მოლდოვის გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების ჩარჩოებთან დაკავშირებით პოზიციები შეჯერებულია და კონსულტაციები 25 ივნისს გაიმართება

21 ივნისი 2024, 16:19 203 ნახვა

ევროპული საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა ბელგია უკრაინასა და მოლდოვის გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების ჩარჩოებთან დაკავშირებით პოზიციების შეჯერების შესახებ ავრცელებს ინფორმაციას.

როგორც სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, 25 ივნისს ლუქსემბურგში იხსნება გზა მოლაპარაკებების დასაწყებად.

„ევროკავშირის საბჭომ მიიღო ევროკავშირის ზოგადი პოზიციები, მათ შორის, მოლაპარაკებების ჩარჩოებთან დაკავშირებით – უკრაინისა და მოლდოვის გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებებზე. ამით 25 ივნისს, სამშაბათს იხსნება გზა ლუქსემბურგში მოლაპარაკებების დასაწყებად. 15:30 საათზე სამთავრობოთაშორისი კონსულტაციები უკრაინასთან, 18:00-ზე სამთავრობოთაშორისი კონსულტაციები მოლდოვასთან“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი