შევხვდით საქართველოს ელჩებს, ვისაუბრეთ იმ პროცესებზე, რომლებიც ვითარდება ჩვენს ქვეყანაში და ჩვენი ქვეყნის გარშემო - პრემიერი

21 ივნისი 2024, 09:56 321 ნახვა

ბერლინში საქართველოს ელჩების კონფერენცია გაიმართა, რომელშიც საქართველოს პრემიერ-მინისტრი მონაწილეობდა. როგორც ირაკლი კობახიძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, საუბარი შეეხო შესაძლებლობებსა და გამოწვევებს, რომლებიც საქართველოს აქვს ევროინტეგრაციის მიმართულებით. მთავრობის მეთაურის თქმით, მნიშვნელოვანია თითოეული ელჩის ჩართულობა ქვეყნის საერთაშორისო დონეზე პოზიციების წარმოჩენის კუთხით.

როგორც ირაკლი კობახიძემ მედიასთან გამოსვლისას განაცხადა, ელჩებთან საინტერესო დისკუსია შედგა, რომლის მთავარი მიზანი საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს პოზიციონირების გაძლიერებაა. მთავრობის მეთაურის თქმით, უმთავრესი პრიორიტეტია ევროკავშირში გაწევრიანება და ამ მიმართულებით მუდმივი პროგრესის მიღწევაა. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, თითოეული ელჩი, რომელიც მუშაობს ევროკავშირის წევრ ქვეყნებში და სხვადასხვა ორგანიზაციაში ევროპაში,  სრულად ინფორმირებული უნდა იყოს იმ საკითხების შესახებ, რომლებიც  ქვეყანაში მიმდინარეობს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში