იურიდიულმა კომიტეტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის სამივე კანდიდატს მხარი დაუჭირა

20 ივნისი 2024, 16:11 365 ნახვა

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ საქართველოს პარლამენტისთვის ასარჩევად წარდგენილ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის სამივე კანდიდატს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მხარი დაუჭირეს.

გიზო უბილავას, ბადრი შონიასა და გოჩა ჯეირანაშვილის კანდიდატურებს პლენარულ სხდომაზე განხილვის გარეშე უყრიან კენჭს. აღნიშნული გადაწყვეტილებაც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მიიღეს, სადაც მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენა ოთხ საათზე მეტხანს გაგრძელდა.

კომიტეტის თავმჯდომარის ანრი ოხანაშვილის განცხადებით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლის პოსტს თავდაპირველად ის დაიკავებს, ვისი არჩევაც ანბანური თანმიმდევრობის მიხედვით პირველად მოხდება. შემდეგი კანდიდატები კი უზენაესი სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილებას სასამართლოში ადგილის გათავისუფლების შემდეგ შეასრულებენ.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი