მსჯელობა ,,ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ'' საკანონმდებლო პაკეტზე 

20 ივნისი 2024, 14:48 228 ნახვა

ე.წ. ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ მომზადებული საკანონმდებლო პაკეტს  ოთხი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე დღეს მხარი დაუჭირეს. სხდომას არ ესწრებოდა ოპოზიცია,  რაც მმართველი გუნდისთვის იმის დასტურია, რომ  ოპოზიცია  ან კანონმდებლობის  მიღებას ეწინააღმდეგება, ან პასუხისმგებლობას გაურბის.  

ხელისუფლების ოპონენტები კი ცვლილებების აუცილებლობას ვერ ხედავენ და წინასაარჩევნო კამპანიის კვალზე მიუთითებენ.   

საკანონმდებლო პაკეტი 19 კანონპროექტისგან შედგება. მათგან ძირითადია პროექტი სახელწოდებით - „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“, დანარჩენი 18 კი, მისგან გამომდინარე პროექტი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში