ადგილობრივ თვითმმართველობაში გენდერული თანასწორობის პრინციპების დაცვის შესახებ კონფერენცია მიმდინარეობს ბათუმში. განხილულ საკითხებს შორისაა, გენდერული თანასწორობის მიღწევისათვის საჭირო ინსტიტუციური მექანიზმები და გენდერული თანასწორობის კანონში შესული ცვლილებების მიხედვით თვითმმართველობების ახალი ვალდებულებები. კონფერენციაში სამეგრელოს შვიდი მუნიციპალიტეტის, აჭარის უმაღლესი საბჭოს და ასევე თბილისისა და ბათუმის თვითმმართველობების წარმომადგენლები მონაწილეობენ.