პროკურატურამ ყოფილი მსჯავრდებულების მიმართ არსებული გამამტყუნებელი განაჩენის გადასინჯვის გადაწყვეტილება მიიღო

18 ივნისი 2024, 17:57 432 ნახვა

ახალი კი მოკლედ დღის სხვა თემების შესახებ,  - პროკურატურამ გამოძალვისთვის მსჯავრდებულ მზევინარ ჯაფარიძისა და ჯ.ჯ-ს მიმართ გამოტანილი განაჩენის გადასინჯვის შუამდგომლობით, სააპელაციო სასამართლოსთვის მიმართვის გადაწყვეტილება მიიღო. აღნიშნული საქმის გამოძიების ფარგლებში მოპოვებული ახალი მტკიცებულებების საფუძველზე, პროკურატურამ, ამავე საქმეზე მსჯავრდებულების, მზევინარ ჯაფარიძისა და ჯ. ჯ-ს მიმართ გამოიტანა დადგენილება მათი უფლებების არსებითად დარღვევის შესახებ და სააპელაციო სასამართლოს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შუამდგომლობით მიმართა.

როგორც პროკურატურაში აცხადებენ დეპარტამენტის შექმნიდან დღემდე დაზარალებულად იქნა ცნობილი 485 პირი, რომელთაგან 333 პირს პროკურატურის შემაჯამებელი გადაწყვეტილების შედეგად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ დაუბრუნდა ან/და დაბრუნების პროცესშია დაახლოებით 67 000 000 ლარის ღირებულების უძრავი და მოძრავი ქონება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი