საქართველოს ნაკრების საგულშემატკივროდ ხელვაჩაურში კულტურის სახლთან ეკრანი დაამონტაჟეს.
მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსდა ლუდის ჯიხურებიც და ხელვაჩაურში მცხოვრებ ფეხბურთის ქომაგებს მოუწოდებენ ერთად უგულშემატკივრონ საქართველოს ევროპის ჩემპიონატზე.
საგულშემატკივრო ზონა მოწყობილი იქნება ასევე შემდეგ მატჩებზეც 22 და 26 ივნისს.