მზადება ისტორიული მატჩისთვის

18 ივნისი 2024, 14:18 401 ნახვა

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე სადებიუტო მატჩის ჩასატარებლად მზადება გუშინ საღამოს დაასრულა.  გუნდმა ფელბერტის საწვრთნელ ბაზაზე მორიგი ვარჯიში გამართა, რომელშიც 25 ფეხბურთელი მონაწილეობდა.

კვლავ ინდივიდუალურად ემზადება ოთარ კიტეიშვილი, სამაგიეროდ გუნდს გიორგი ჩაკვეტაძე დაუბრუნდა, რომელიც მცირე ტრავმის გამო დაასვენეს.

შეგახსენებთ, რომ 16 ივნისს საქართველოს ნაკრების ვარჯიში დახურული იყო, ხოლო 17 ივნისს კი გუნდი დორტმუნდში, საქართველო-თურქეთის მატჩის მასპინძელ სტადიონ „ბივიბი არენაზე“ ივარჯიშა.

ევროპის ჩემპიონატზე აკრედიტებული მედიისთვის ვარჯიშის საწყისი 15 წუთი ღია იყო.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში