წინასწარი მონაცემებით, მაისში ლარის დეპოზიტები 18%-ით გაიზარდა - ეროვნული ბანკი

18 ივნისი 2024, 15:12 235 ნახვა

ეროვნული ბანკის წინასწარი მონაცემებით, მაისში ლარის დეპოზიტები 18 პროცენტით გაიზარდა, უცხოური ვალუტის დეპოზიტები კი, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით 6 პროცენტით, მათ შორის, შინამეურნეობების ლარის დეპოზიტები 33 პროცენტით არის გაზრდილი.

სებ-ში აცხადებენ, რომ ბოლო ორი თვის განმავლობაში იურიდიული პირების ლარის ვადიანი დეპოზიტების ზრდის ტემპი მატულობს, მაშინ როცა უცხოური ვალუტის ვადიანი დეპოზიტების ზრდის ტემპი შემცირდა. ასევე, კვლავ მაღალია ლარის დეპოზიტების მოცულობა, დოლარიზაციის მაჩვენებელი კი კვლავ 50%-ზე დაბალია.

მათივე ცნობით, დეპოზიტების არსებულ ტენდენციასთან ერთად, ძლიერია დაკრედიტების მაჩვენებელიც. წინასწარი მონაცემებით, მაისში დაკრედიტების მაჩვენებელი 19%-ით გაზრდილია, რაშიც ძირითადი წვლილი ბიზნეს სესხების დაკრედიტებაზე მოდის. ამასთან, მზარდია ლარით დაკრედიტებაც – მაისის წინასწარი მონაცემებით, ეროვნულ ვალუტაში დაკრედიტების მაჩვენებელი 21%-ია.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში