„ევროპული საქართველოს“ შეთავაზება ოპოზიციას

17 ივნისი 2024, 13:16 376 ნახვა

საქართველოს თავისუფალ და უსაფრთხო ევროატლანტიკურ ოჯახში დასაბრუნებლად „ევროპული საქართველო“ სხვა ოპოზიციურ პარტიებს ახალი პოლიტიკური ცენტრის შექმნას სთავაზობს. ამ საკითხზე პარტიამ საჯარო მიმართვა უკვე გაავრცელა.

„სწორ ნაბიჯად მიგვაჩნია ისეთი პოლიტიკური სიმძიმის ცენტრის შექმნა, რომელიც ერთი მხრივ რუსულ რეჟიმს დაამარცხებს, ხოლო მეორე მხრივ  სწრაფად იმოქმედებს იმ რეფორმების განსახორციელებლად, რომელთა ნაწილიც პრეზიდენტის მიერ ინიცირებულ „ქართულ ქარტიაშია“ წარმოდგენილი. ამიტომ „ევროპული საქართველო“ იწყებს კონსულტაციების პროცესს ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებთან ახალი პოლიტიკური ცენტრის ფორმირების ამოცანით, რომელიც დაამარცხებს რუსულ რეჟიმს და მას დემოკრატიული, ევროპული ალტერნატივით ჩაანაცვლებს“, - წერია პარტიის გავრცელებულ განცხადებაში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი