რუსეთი როცა იტყვის, რომ გაერო-ს წესდებაზე დაყრდნობით მზადაა მშვიდობისთვის, მაშინ დადგება დრო, ჩაერთოს სამშვიდობო მცდელობებში - ურსულა ფონ დერ ლაიენი

16 ივნისი 2024, 21:49 409 ნახვა

რუსეთის სამშვიდობო პროცესებში ჩართვა შეიძლება, მხოლოდ მაშინ, თუ რუსეთი იტყვის, რომ მზადაა მშვიდობისთვის, - ამის შსახებ, ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.

ევროკომისიიის პრეზიდენტმა მიმართა რუსეთს, გაითვალისწინოს მსოფლიო საზოგადოების მოწოდება, რომ პატივი სცეს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, შეწყვიტოს ძალადობა და დააბრუნოს უკრაინელი ბავშვები.

„რუსეთის ფედერაცია როცა იტყვის, რომ გაერო-ს წესდებაზე დაყრდნობით მზადაა მშვიდობისთვის, მაშინ, დადგება დრო, ჩაერთონ სამშვიდობო მცდელობებში. ვიმედოვნებ, რომ ეს სწრაფად მოხდება“, – აღნიშნა ფონ დერ ლაიენმა.

ევროკომისიის პრეზიდენტი ამბობს, რომ მშვიდობა უკრაინაში ერთი ნაბიჯით ვერ მიიღწევა და რუსეთის პრეზიდენტი არ არის სერიოზულად განწყობილი ომის დასასრულებლად.

„ის მოითხოვს კაპიტულაციას, ის მოითხოვს უკრაინისგან ტერიტორიების დათმობას, მათ შორის, იმ ტერიტორიების, რომლებიც დღეს არ არის ოკუპირებული. ის მოითხოვს უკრაინის განიარაღებას, რათა დაუცველი დატოვოს შემდეგი აგრესიისთვის“, – აღნიშნა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

რაც შეეხება პუტინის მიერ წაყენებულ პირობებს, ფონ დერ ლაიენი ამბობს, რომ არცერთი ქვეყანა არ მიიღებდა ასეთ საშინელ პირობებს და საციცოცხლოდ მნიშვნელოვანია, უკრაინამ წიმააღმდეგობა გაუწიოს რუსეთის აგრესიას.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი