ზელენსკი, შესაძლოა, ყველაზე დიდი გაყიდვების აგენტია იმ პოლიტიკოსთაგან, რომელთაც ოდესმე უარსებიათ - დონალდ ტრამპი

16 ივნისი 2024, 13:06 361 ნახვა

ვფიქრობ, ზელენსკი, შესაძლოა, ყველაზე დიდი გაყიდვების აგენტია იმ პოლიტიკოსთაგან, რომელთაც ოდესმე უარსებიათ. ყოველ ჯერზე, როდესაც ის ჩვენს ქვეყანაში ჩამოდის, უკან 60 მილიარდი დოლარით ბრუნდება, – ამის შესახებ, აშშ-ს პრეზიდენტობის კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა დეტროიტში ორგანიზებულ წინასაარჩევნო ღონისძიებაზე განაცხადა.

ტრამპის თქმით, მას ზელენსკი მოსწონს კიდეც, განსაკუთრებით იმის გამო, თუ როგორ გაუმკლავდა ზელენსკი, ტრამპის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პირველ მცდელობასთან დაკავშირებულ სკანდალს, როდესაც განაცხადა, რომ პრეზიდენტი მას არ დამუქრებია.

„ოთხი დღის წინ ის 60 მილიარდით დაბრუნდა სახლში და გამოაცხადა, რომ მას კიდევ 60 მილიარდი სჭირდება და ეს არასდროს სრულდება. მე მოვაგვარებ ამ საკითხს თეთრ სახლში დაბრუნებისთანავე, არჩეული პრეზიდენტის რანგში“, – განაცხადა ტრამპმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი