ბათუმელი მინდვრის ჰოკეისტები საქართველოს ნაკრებში გამოიძახეს

14 ივნისი 2024, 11:01 1054 ნახვა

დასრულდა საქართველოს ჩემპიონატი მინდვრის ჰოკეიში იუნიორთა შორის, რომელშიც ბათუმის სპორტულ ცენტრთან არსებული ვაჟთა და გოგონათა გუნდები მონაწილეობდნენ და მესამე საპრიზო ადგილზე გავიდნენ.  ჩვენი ქალაქის გუნდებიდან ორი გოგონა და ოთხი ვაჟი საქართველოს ნაკრებში მიიწვიეს, რომელიც ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს.

გოგონებიდან ნაკრებში ნაზი დუმბაძე და ლიკა საფარიძე გამოიძახეს, ვაჟთა შორის კი ნაკრების მაისურს დათა ვაშაყმაძე, თაზო ბედინაძე, საბა საფარიძე და მათე ჯაბნიძე მოირგებენ.

გოგონები კონტინენტის პირველობაზე 1-5 ივლისს, ხორვატიაში ითამაშებენ, ვაჟთა შორის ევროპის ჩემპიონატი ივლისის ბოლოს კი ქუთაისში გაიმართება.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი