ოლიმპიადის ლიცენზიანტი გიორგი ყუშიტაშვილი პარიზში ოქროს უმიზნებს

13 ივნისი 2024, 11:40 581 ნახვა

მოკრივეთა შორის პარიზის ოლიმპიური თამაშების ბოლო საკვალიფიკაციო ტურნირზე, რომელსაც ბანგკოკმა უმასპინძლა, საქართველო ორი სპორტსმენით -ესკერხან მადიევით და გიორგი ყუშიტაშვილით იყო წარმოდგენილი. მათ შორის მიზანს ყუშიტაშვილმა მიაღწია.

ქართველმა მოკრივემ პარიზის ოლიმპიური რინგისკენ მიმავალ გზაზე გაიანელი, ლუქსემბურგელი და საბერძნეთის სახელით მოასპარეზე ვაგკან ნანიტზანიანთან დაამარცხა, გადამწყვეტ შეხვედრაში კი, სადაც ოლიმპიური საგზური თამაშდებოდა, ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელს ჯამარ ტელის დაძაბულ ორთაბრძოლაში 3-2 მოუგო.

გიორგი ყუშიტაშვილი ბათუმის კრივის აკადემიაში ვარჯიშობს, რომელიც მისთვის წინასაოლიმპიადოდ ერთ-ერთი მოსამზადებელი ეტაპია.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ოლიმპიურ ნაკრები პარიზის მოკრივეთა ტურნირზე ორი სპორტსმენით იასპარეზებს. ოლიმპიური ლიცენზია პირველმა ლაშა გურულმა მოიპოვა, როდესაც 2023 წლის ევროპულ თამაშებზე მეორე ადგილი დაიკავა.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი