პარლამენტში განათლებისა და მეცნიერების მინისტრს ელოდებიან

13 ივნისი 2024, 10:17 225 ნახვა

დღეს პარლამენტში განათლებისა და მეცნიერების მინისტრს ელოდებიან. გიორგი ამილახვარს კანონმდებლები პლენარულ სხდომაზე “მინისტრის საათის“ ფორმატში მოუსმენენ. განათლების უწყების ხელმძღვანელი სხდომაზე სამინისტროს მიერ გაწეული მუშაობის ანგარიშს წარადგენს.

თავის მხრივ, შეკითხვების დასასმელად ემზადებიან დეპუტატები. მმართველი გუნდი აქცენტის გაკეთებას პროფესიული განათლების განვითარების მიმართულებით გეგმებზე აპირებს. რაც შეეხება ოპოზიციას, მათი ნაწილი ამილახვარის ანგარიშის მოსმენას არ დაესწრება, მეორე ნაწილი კი დაგეგმილ ცვლილებებზე განმარტებებს ითხოვს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი