აჭარის მთავრობის თავმჯდომარე უმაღლესი საბჭოს წინაშე საქმიანობის ანგარიშით 14 ივნისს წარდგება. გადაწყვეტილება აჭარის საკანონმდებლო ორგანომ დღეს ბიუროს სხდომაზე მიიღო.
ბიუროს სხდომაზე დეპუტატებმა დღეს სულ 8 საკითხი განიხილეს, მათ შორის მათ შორის ერთ-ერთი სწორედ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის ანგარიშის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოსთვის წარდგენის თარიღის განსაზღვრა იყო.