საქართველოს თავდაცვის ძალებს თურქეთისგან ნატოს სტანდარტების ჯავშანტრანსპორტიორები გადაეცა. ჯავშანმანქანები VURAN აღჭურვილობითა და ქვესისტემებით ნატოს სტანდარტების შესაბამისია.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით თავდაცვის ძალების აღჭურვა აღნიშნული ჯავშანმანქანებით მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას და თურქეთსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას.