კულტურის სამინისტრო - იოანე-ზოსიმეს ხელნაწერი საქართველოში ბრუნდება

12 ივნისი 2024, 11:30 402 ნახვა

ისტორიული და ეროვნული მნიშვნელობის გადაწყვეტილება, ასე აფასებს საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ბიძინა ივანიშვილის მიერ იოანე-ზოსიმეს ხელნაწერის აუქციონზე შეძენასთან დაკავშირებით. საგანძური საქართველოში ბრუნდება.

სამინისტროს განცხადებაში აღნიშნულია, რომ  წმინდა ხელნაწერი გადაეცემა საქართველოს ეროვნულ მუზეუმს და ღირსეულ ადგილს დაიკავებს ქრისტიანულ საგანძურში (ოქროს ფონდი), როგორც იოანე-ზოსიმეს ერთადერთი ხელნაწერი საქართველოში. საქართველოსთვის პალიმფსესტის დაბრუნების გამო ბიძინა ივანიშვილს მადლობას უხდის პატრიარქი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი