იემენელმა ჰუსიტებმა გაეროს მისიის თანამშრომლები დაატყვევეს

11 ივნისი 2024, 09:12 360 ნახვა

იემენელმა  ჰუსიტებმა განაცხადეს, რომ მათ გამოავლინეს ამერიკულ-ებრაული ჯაშუშური ქსელი. განცხადება რამდენიმე დღის შემდეგ გავრცელდა, რაც ირანის მხარდაჭერილმა დაჯგუფებამ  მძევლად აიყვანა გაეროს ათზე მეტი თანამშრომელი.

ჰუსიტების დაზვერვის უფროსის სატელევიზიო განცხადების თანახმად, სავარაუდო ქსელში შედიოდნენ იემენში აშშ-ს საელჩოს ყოფილი თანამშრომლები და აგროვებდნენ ინფორმაციას ქვეყნის უსაფრთხოების, სამხედრო, ეკონომიკური და პოლიტიკური ასპექტების შესახებ.

ისრაელის მთავრობა  და გაერო უარს ამბობენ ამ ბრალდებებზე კომენტარის გაკეთებაზე. გაეროს სპიკერმა  განაცხადა, რომ სააგენტო მუშაობს 11 დაკავებული თანამშრომლის გათავისუფლებაზე.  

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში