საიას ანგარიში

10 ივნისი 2024, 14:01 333 ნახვა

''უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ'' კანონის საწინააღმდეგო აქციებს საია სპეციალური ანგარიშით  ეხმაურება, რომელშიც ნათქვამია, რომ აქციებზე უფლებრივი კუთხით პრობლემური იყო იმ დაკავებულების შესახებ ინფორმაციის მოძიება, რომლებიც სამართალდამცველებს პირდაპირ სამედიცინო დაწესებულებაში გადაჰყავდათ. 

ამასთან, გამოიკვეთა, რომ ზოგჯერ დროებითი მოთავსების იზოლატორებში დაზიანებების დეტალურ აღრიცხვას არ აწარმოებენ, რაც პრობლემურია, მათ შორის, გამოძიების სათანადოდ წარმართვისთვის.

საიას  ანგარიშის მიხედვით, უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის ინიცირებიდან მის მიღებამდე 2 თვის განმავლობაში ფიქსირდება შეკრების თავისუფლების უხეში დარღვევა; სამართალდამცველთა მხრიდან სისტემური ძალადობა; უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირების მიერ ძალადობის წახალისება; ასევე  სისხლისსამართლებრივი და ადმინისტრაციულ სამართლებრივი მექანიზმების გამოყენება პროტესტის მონაწილეთა დასაშინებლად.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში