წყალზე სამაშველო აღჭურვილობა, ავტოტექნიკა, მცურავი საშუალებები, ასევე საჰაერო და წყალქვეშა დრონები გამოიფინა ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით.
სტუმრებისთვის განახლებული მცურავი საშუალებების, კერძოდ, სამაშველო სკუტერებისა და სწრაფმავალი კატარღების პრეზენტაცია გაიმართა.
მეხანძრე-მაშველები, რომლებიც თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად არიან აღჭურვილები, აჭარაში სრულად აითვისებენ შავი ზღვის სანაპირო ზოლს და შესაბამის მონიტორინგს გაუწევენ.
ინფორმაცია და ვიდეო მასალა შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა.