„მარადიულნი: ყველაფრიზმი“ - დოკუმენტური ფილმი ილია ზდანევიჩის შესახებ

10 ივნისი 2024, 11:13 299 ნახვა

“მარადიულნი: ყველაფრიზმი” – აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ მომზადებული ფილმის პრეზენტაცია გაიმართა. პოეტის, მხატვრის, მკვლევარის, ქართველი დამსახურებული მოღვაწის ილია ზდანევიჩის ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ ფილმის  ავტორი, ჟურნალისტი და  წამყვანი ბერდია კუტუბიძეა. 

მოთხრობილია ილია ზდანევიჩის ცხოვრებიდან ისეთი ფრაგმენტების შესახებ, რომელთა შესახებ  ინფორმაცია მანამდე ცნობილი არ იყო. ფილმში აღწერილია რამდენად დიდი როლი ითამაშა ზდანევიჩმა ფიროსმანის შემოქმედების პოპულარიზაციაში.

ხელოვანი 20-იან წლებში პარიზში მოღვაწეობდა და კოკო შანელთანაც თანამშრომლობდა.

ფილმის დოკუმენტურ მასალაში ცნობილი ადამიანების მიერ ზდანევიჩის შესახებ დაწერილი საუკეთესო შეფასებებს მოისმენთ.

ფილმის პრემიერა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში 6 სექტემბერს არის დაგეგმილი.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში