კაცს, რომელიც დანიის პრემიერ-მინისტრს დაესხა თავს, 12-დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს

09 ივნისი 2024, 10:05 361 ნახვა

კაცს, რომელიც 7 ივნისს კოპენჰაგენში დანიის პრემიერ-მინისტრს, მეტე ფრედერიქსენს დაესხა თავს, 12 დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

გავრცელებული ინფორმაციით, 39 წლის თავდამსხმელი პოლონელია, დანიაში 2019 წლიდან ცხოვრობს, თავდასხმის მომენტში კი, ნარკოტიკული თრობის ქვეშ იმყოფებოდა და ბრალს არ აღიარებს.

დაკავებულის თქმით, პრემიერ მეტე ფედერიქსენის მოწინააღმდეგე არ არის, პირიქით, მიიჩნევს, რომ მთავრობის კარგი ხელმძღვანელია, ქუჩაში მისმა დანახვამ კი გააოცა.

მეტე ფრედერიქსენზე თავდასხმა კოპენჰაგენის ცენტრში მოხდა. მამაკაცი პრემიერს მიუახლოვდა და დაარტყა. დანიის პრემიერ-მინისტრის ოფისში აცხადებენ, რომ მთავრობის ხელმძღვანელს მცირე ჭრილობა აქვს და მომხდარით შოკირებულია. მეტე ფრედერიქსენმა დღეისთვის ჩანიშნული ყველა ოფიციალური ღონისძიება გააუქმა.

დანიის პრემიერ-მინისტრზე თავდასხმა მსოფლიოს ლიდერებმა დაგმეს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში