ამ წუთებში ტერორისტულ დანაშაულზე დაკავებული ორი მოქალაქის სასამართლო პროცესი იწყება. ისინი ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე ბათმში აიყვანეს.
დაკავებულების ადვოკატის ინფორმაციით, საქმე გირიფით საიდუმლო ადევს და დეტალები არ ხმაურდება. თავად დაკავებულები დუმილის უფლებას იყენებენ.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, დაკავებული პირების საცხოვრებელი სახლებიდან ამოღებულია ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, პისტოლეტები, ხელყუმბარები, ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ სიმბოლიკიანი დროშები და გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი სხვადასხვა სახის მტკიცებულებები.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა სპეცოპერაცია ბათუმში, ერთდროულად ორ ლოკაციაზე ჩაატარა. ერთ-ერთი შარაბიძეების დასახლებაში იყო.