ბათუმის საზაფხულო თეატრში აჭარის ხალხური ხელოვნების სკოლის საანგარიშო კონცერტი ჩატარდა. კონცერტში მონაწილეობდენ სკოლის მოსწავლეები და პროფესიული პროგრამების კურსდამთავრებულები კონცერტი მრავალფეროვანი რეპერტუარისგან შედგებოდა.
შესრულდა ხალხური სიმღერები, საგალობლები, ხალხური საკრავებით შესრულებული მელოდიები, თანამედროვე, სამეჯლისო, და ქართული ხალხური ცეკვები.
თეატრის ფოიეში გამოფენილი იყო რეწვის განყოფილების მოსწავლეების ნამუშევრები. დაინტერესებულ პირებს სკოლაში ათ პროფესიულ და სამ გრძელვადიან პროგრამაზე შეუძლიათ სწავლა.