ბათუმში სპიკერების საჯარო ლექციები იწყება - ტურიზმის დეპარტამენტი

06 ივნისი 2024, 15:21 482 ნახვა

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი აგრძელებს სპიკერების საჯარო ლექციებს ტურისტული სექტორის წარმომადგენლებისთვის. პირველ საჯარო ლექციას, რომელიც ბათუმში 9 ივნისს გაიმართება, ტრენერი პაატა პაპავა ჩაატარებს - ინფორმაციას ტურიზმის დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, სექტორის წარმომადგენლებს ის თვითშეფასებასა და თვითმოტივაციაზე ესაუბრება. შემდეგი საჯარო ლექცია 23 ივნისი დაგეგმილი და მას ნანა აბურჯანიძე წარუძღვება. ის სტუმართმასპინძლობის სფეროს წარმომადგენლებს ტურისტული პროდუქტების გაყიდვებს, არსებულ გამოწვევებს, კომუნიკაციის ძალას, ონლაინ გაყიდვებს, ბაზარსა და კონკურენციაზე წაუკითხავს ლექციას.

"მესამე საჯარო ლექციას კი 29 ივნისს ნათია გოცაძე ჩაატარებს. მისი მთავარი თემა „ქალაქი, როგორც ბრენდი“ იქნება. საჯარო ლექციებზე დასწრება მსურველებისთვის უფასოა. სექტორის წარმომადგენლებმა წინასწარი რეგისტრაცია სერვისის ვებ-გვერდზე https://serviceajara.ge/ უნდა გაიარონ. წელს, რეგიონში სერვისის გაუმჯობესების მიზნით აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა   300-ზე მეტ სექტორის წარმომადგენელს ჩაუტარა ტრენინგ-სემინარები. საგაზაფხულო ტრენინგებისას გადამზადება მიმტანებმა, ბარისტებმა, დასუფთავსების სამსახურისა და კვების ობიექტების წარმომადგენლებმა გაიარეს", - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

 
აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი