ბათუმში ე.წ. ოცნების ქალაქში მცხოვრებ 582 ოჯახს ახლადაშენებულ კორპუსებში ბინები გადაეცათ. ცერემონიალს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ესწრებოდნენ.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, პროექტი გაგრძელდება და დაგეგმილია კიდევ 1000-ზე მეტი ოჯახის დაკმაყოფილება.
მასშტაბური სოციალური პროექტი აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისი ღირებულება 38 მილიონ ლარზე მეტია. პროექტის მიხედვით სამი თორმეტსართულიანი კორპუსი აშენდა. ბინების გადაცემამდე ოჯახების მდგომარეობა სპეციალურმა კომისამ შეისწავლა.