ლეგენდარული ქართველი ფალავნის კოლია ქვარიანის სახელობის ტრადიციული ტურნირი ქუთაისში. შეჯიბრებაში საქართველოს ყველა კუთხიდან 100-ზე მეტი მოჭიდავე მონაწილეობდა. ტურნირი უფროსი ასაკის ჭაბუკებს შორის ჩატარდა.
აჭარის ნაკრები ტურნირზე რვა სპორტსმენით წარსდგა, მათგან ორმა ვიცე-ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.