ირაკლი კობახიძე განათლების სამინისტროს თანამშრომლებს შეხვდა

04 ივნისი 2024, 16:30 265 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს თანამშრომლებს შეხვდა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, მთავრობის მეთაურმა შეხვედრაზე განათლების სფეროში დაგეგმილ ფუნდამენტურ ცვლილებებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ახალ სამთავრობო პროგრამაში განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება უმაღლეს განათლებასა და მეცნიერებაში ფუნდამენტურ ცვლილებებზე.

პრემიერის თქმით, პრიორიტეტი მიენიჭება სასწავლო ინფრასტრუქტურის თვისებრივ გაუმჯობესებას, რაც სტუდენტებსა და ახალგაზრდებს თვითრეალიზების უკეთეს შესაძლებლობას მისცემს.

"ირაკლი კობახიძემ  ხაზი გაუსვა საჯარო მოხელეების უმნიშვნელოვანეს როლს ქვეყნის განვითარების საქმეში და სამინისტროს თანამშრომლებს წლების განმავლობაში გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა.

პრემიერმა შეხვედრისას ასევე ისაუბრა ქვეყანაში მიმდინარე და დაგეგმილ მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და პოლიტიკური სტაბილურობის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე ქვეყნის განვითარებისთვის. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი საჯარო მოხელეებთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრებს განაგრძობს. განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომდე მთავრობის მეთაური საგარეო საქმეთა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების,  იუსტიციის სამინისტროებში იმყოფებოდა“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი