"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონი დღეიდან ამოქმედდება 

04 ივნისი 2024, 10:05 347 ნახვა

"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონი დღეიდან ამოქმედდება. აღნიშნულ კანონს პარლამენტის თავმჯდომარემ ხელი გუშინ მოაწერა.

იუსტიციის სამინისტრომ და საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 60 დღის ვადაში "უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა" რეესტრი უნდა შექმნან.

შემდეგ უკვე სპეციალურ ვებ-გვერდზე სავალდებულო ხდება რეგისტრაცია იმ იურიდიული პირებისთვის, რომლებიც შემოსავლის 20-%-ზე მეტს უცხოეთიდან იღებენ. თუ ასეთი ორგანიზაციები ერთი თვის ვადაში ნებაყოფლობით არ დარეგისტრირდებიან, მათ იუსტიციის სამინისტრო დააჯარიმებს და თავად დაარეგისტრირებს.

სამოქალაქო სექტორის ნაწილი არ გეგმავს კანონს დაემორჩილოს, ისინი საკონსტიტუციო სარჩელს ამზადებენ.

მარიამ ურუშაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი