შეჩერებული გათხრები

29 მარტი 2017, 00:00 2245 ნახვა

ყოფილი 90-ე სატანკო ბატალიონის ტერიტორიაზე 37 წლის რეპრესიების მსხვერპლთა ნეშტების მოძიების პროცესი, რომელიც რამდენიმე თვის წინ დაიწყო შეჩერებულია. თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ამის მიზეზი მიმდინარე პროცედურებია. უწყებაში განმარტავენ, რომ ვინაიდან დახვრეტილთა მოძიების პროცესში ეკლესია აქტიურად არის ჩართული, მთავრობა ტერიტორიის საპატრიარქოსთვის დროებით სარგებლობაში გადაცემის საკითხზე მსჯელობს. საკითხის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში კი გათხრები გაგრძელდება. სამუშაოების გაგრძელების აუცილებლობაზე საუბრობენ სპეციალისტებიც. მათი განცხადებით, 1937-38 წლების საბჭოთა რეპრესიებს აჭარაში 670 ადამიანი ემსხვერპლა, რომელთა ნეშტებიც რეგიონის სხვადასხვა ნაწილშია გაბნეული და მათი მოძიება ისტორიული მნიშვნელობისაა.

ფირუზ ბოლქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი