ყოველი "აღშფოთებული მოქალაქის" უკან “ნაცმოძრაობის“ ცუდად შენიღბული აქტივისტი დგას, ხოლო, მათი ყოველი აქტივისტის უკან, "ევროპის სახალხო პარტია" - შალვა პაპუაშვილი

02 ივნისი 2024, 20:40 322 ნახვა

გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ყოველი "აღშფოთებული მოქალაქის" უკან, "ნაციონალური მოძრაობის" ცუდად შენიღბული აქტივისტი დგას, - ამის შესახებ, პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს. 

პაპუაშვილი ეხმაურება სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოს, რომელშიც ჩანს, რომ უმრავლესობის დეპუტატს, ვიქტორ სანიკიძეს “მონას“ და „მოღალატეს“ უწოდებენ.

„გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ყოველი "აღშფოთებული მოქალაქის" უკან, "ნაციონალური მოძრაობის" ცუდად შენიღბული აქტივისტი დგას, ხოლო, "ნაციონალური მოძრაობის" ყოველი აქტივისტის უკან - "ევროპის სახალხო პარტია".

 

სამწუხაროა, რომ დღეს ეს იქცა ევროპის ხელწერად საქართველოში”, - წერს პარლამენტის თავმჯდომარე.

გავრცელებულ ვიდეოს, თავად, სანიკიძეც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ: "გულანთებული ადამიანების უკან, რატომღაც სულ ნაციონალური მოძრაობის აქტივი აღმოჩნდება-ხოლმე. ასე მოხდა ამ ახალგაზრდა ქალის შემთხვევაში, რომელსაც ფაშიზმიც არ გამოსდის მისი დიდი სურვილის მიუხედავად და თავისივე ტყუილებში იბლანდება, როგორც სხვა ყველა ჭეშმარიტი ნაცი".

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი