ქორეოგრაფიული კონკურს-ფესტივალი “ქერეოექო“ საზეიმო გალა კონცერტით დასრულდა. შემაჯამებელ ღონისძიებას ბათუმმა უმასპინძლა. მონაწილეებმა საზაფხულო თეატრში წარადგინეს საფინალო ნომრები.
გამოვლინდა გრანპრის მფლობელი. კონკურსის მთავარი პრიზი ანსამბლმა “მერმისმა“ მიიღო.
საუკეთესო მოცეკვავეები და ქორეოგრაფიული დადგმები სპეციალურმა ჟიურიმ გამოავლინა. “ქორეოექო“ წელს პირველად ჩატარდა.
კონკურს-ფესტივალი მთელი წლის განმავლობაში, სამ ეტაპად მიმდინარეობდა და მასში 700 ბავშვი მონაწილეობდა.