დიდი ოდენობით სხვისი ქონების თაღლითურად დაუფლების ფაქტი

31 მაისი 2024, 10:22 337 ნახვა

დიდი ოდენობით სხვისი ქონების თაღლითურად დაუფლების ფაქტი გამოავლინა საგამოძიებო სამსახურმა. დადგინდა, რომ ბრალდებულები, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ყალბი უცხოენოვანი მინდობილობებისა და ყალბი ნასყიდობის ხელშეკრულებების გამოყენებით, უკანონოდ დაეუფლნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეების კუთვნილ კომერციულ ფართსა და საცხოვრებელ ბინებს.

საუბარია თბილისში მდებარე დაახლოებით 1 480 000 ლარის ღირებულების უძრავ ქონებაზე.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი