სოფელ ზედა ლეღვაში საავტომობილო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

31 მაისი 2024, 12:05 412 ნახვა

სოფელი ზედა ლეღვა-მჟავანაძეების მიმართულებით ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

პროექტის მიხედვით 1,7 კმ საავტომობილო გზაზე მოეწყობა ასფალტო-ბეტონის საფარი. აშენდება ერთი ახალი ხიდი, დამცავი გაბიონები და საყრდენი კედლები.

მოეწყობა რკინა ბეტონის კიუვეტები და ზღუდარები. პროექტის ღირებულება შეადგენს მილიონ 329 511 ლარს. რეაბილიტირებული გზით სოფელში მცხოვრები 100-ზე მეტი ოჯახი ისარგებლებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი