“ნაციონალური მოძრაობის” განცხადება

29 მარტი 2017, 00:00 2674 ნახვა

,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” მთავრობის თავმჯდომარეს და მერიას მიმართავს, ახალ ბულვარში ქვიშის სტადიონები მოაწესრიგონ. საკრებულოს წევრი აცხადებს, რომ სპორტულ მოედნებზე ინფრასტრუქტურა დაზიანებულია, ეს კი  ქალაქის იმიჯზე უარყოფითად აისახება. ოპოზიცია ამბობს, რომ სტადიონები 2010-12 წლებში სპორტის კონკრეტული სახეოებების პოპულარიზაციის მიზნით აშენდა და არაერთ საერთაშორისო დონის ღონისძიებებსაც უმასპინძლა. მათ შორის, მსოფლიო ჩემპიონატს ქვიშის ჭიდაობასა და ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატს ხელბურთში. მერია განმარტავს, რომ მიმდინარეობს საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაზე მუშაობა, რის შემდეგაც დადგინდება რა თანხა იქნება საჭირო სტადიონების რეაბილიტაციისთვის. კეთილმოწყობის სამსახურში ამბობენ, რომ სტადიონების მოვლა-პატრონობა სასამართლო გადაწყვეტილების მიღების გამო  გააჭიანურდა.  თენგიზ კორძაძე აცხადებს, დავა მიმდინარეობდა ტერიტორიასთან დაკავშირებით, სადაც ერთ-ერთი სტადიონია განთავსებული. მთავრობაში ჯერ-ჯერობით კომენტარს არ აკეთებენ.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი