საფეხბურთო კლუბ "დინამო" ბათუმს ახალი სპონსორი ჰყავს. დეველოპერული კომპანია "Next"-ი საქართველოს მოქმედი ჩემპიონის მხარდამჭერი კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მიმდინარე სეზონის დასრულებამდე იქნება.
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი დღეს, "დინამო" ბათუმის სპორტულმა დირექტორმა ასლან ბალაძემ და "Next"-ი კომერციულმა დირექტორმა გიორგი ჟღენტმა მოაწერეს.
ხელმოწერის ცერემონია "აჭარაბეთ" არენაზე გაიმართა.