აზერბაიჯანმა სომხეთის საზღვართან 4 სოფელზე კონტროლი დაიბრუნა

29 მაისი 2024, 14:43 359 ნახვა

ერევანთან გაფორმებული შეთანხმების საფუძველზე აზერბაიჯანის სასაზღვრო სამსახურის კონტროლქვეშ მოექცა  სომხეთთან საზღვარზე გაზახის რაიონში ოთხი სოფელი -განაცხადა აზერბაიჯანის ვიცე-პრემიერმა.

საზღვრის დელიმიტაციის შეთანხმებით  აზერბაიჯანისთვის დაბრუნებული ტერიტორიის ფართობმა  6,5 კვადრატული კილომეტრი შეადგინა-თქვა მუსტაფაევმა. სომხეთმა აპრილში განაცხადა, რომ დაუბრუნებდა დაუსახლებელ სოფლებს აზერბაიჯანს, რაც ორივე მხარის თქმით იყო ეტაპობრივი გზა ერევანსა და ბაქოს შორის სამშვიდობო შეთანხმებისკენ, რომლებიც სამ ათეულ წელზე მეტი ხნის განმავლობაში ერთმანეთს უპირისპირდებოდნენ.

სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის გადაწყვეტილებამ ოთხი სოფლის გადაცემის თაობაზე საპროტესტო გამოსვლები გამოიწვია, დემონსტრანტები მას გადადგომისკენ მოუწოდებდნენ და  ქვეყნის ღალატში ადანაშაულებდნენ.  

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში