მხიარულთა და საზრიანთა კლუბებს შორის მუნიციპალური ჩემპიონატი გაიმართა ქედაში. შეჯიბრებაში ხუთი გუნდი მონაწილეობდა.
გუნდები სკოლის მოსწავლეებით იყო დაკომპლექტებული და მათგან გამარჯვებული სპეციალურმა ჟიურმა გამოავლინა.
წელს ჩემპიონი ზვარეს საჯარო სკოლის მოსწავლეები გახდნენ. შეჯიბრების ფარგლებში შეირჩა საერთაშორისო ტურნირის მონაწილეები, რომლებიც ქედის სახელით იასპარეზებენ.