გარე დავალების შემსრულებელი, სალომე ზურაბიშვილი გვთავაზობს რეფერენდუმის ჩატარებას და იმ თემის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებას, რაც კონსტიტუციაში გვიწერია - მამუკა მდინარაძე

28 მაისი 2024, 22:15 456 ნახვა

რამდენად თაღლითური და მავნებლური კამპანიაა წარმოიდგინეთ - გარე დავალების შემსრულებელი, უკვე, სრულად ლუსტრირებული სალომე ზურაბიშვილი გვთავაზობს რეფერენდუმის (რომელიც საქართველოს მთელ ტერიტორიაზე იმართება!) ჩატარებას, - საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე ეხმაურება პრეზიდენტის ინიციატივას რეფერენდუმის ჩატარებასთან დაკავშირებით.

მდინარაძის თქმით, ზურაბიშვილი აპირებს იმ თემის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებას, რაზეც, უკვე, მთელი ქვეყანა შეთანხმებულია და რის შესახებაც საქართველოს კონსტიტუციაში ჩანაწერი რამდენიმე წლის წინ გაკეთდა.

"რამდენად თაღლითური და მავნებლური კამპანიაა წარმოიდგინეთ - გარე დავალების შემსრულებელი, უკვე სრულად ლუსტრირებული სალომე ზურაბიშვილი გვთავაზობს რეფერენდუმის (რომელიც საქართველოს მთელ ტერიტორიაზე იმართება!) ჩატარებას და იმ თემის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებას, რაც კონსტიტუციაში გვიწერია, რომელზეც მთელი ქვეყანა და საზოგადოება შეთანხმებულია, რომელსაც, სხვათა შორის, ნაცებმა ხმა საერთოდ არ მისცეს.

 

რა რეფერენდუმი, ვინმემ ან უთხარით, ან გაახსენეთ, რომ საქართველოს ევროპულ გზაზე ჩანაწერი, ჯერ კიდევ, 7 წლის წინ შევიტანეთ კონსტიტუციაში", - წერს მდინარაძე.

"გვინდა ევროპული მომავალი თუ გვინდა რუსული მონობა", - ამ სიტყვებით, სალომე ზურაბიშვილმა "გამჭვირვალობის კანონის" მოწინაღმდეგეებს საჭირო ხელმოწერების შეგროვება და რეფერენდუმის ჩატარება შესთავაზა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი