უნდა მოვამზადოთ ნამდვილი რეფერენდუმი - პრეზიდენტის შეთავაზება აქციის მონაწილეებს

28 მაისი 2024, 21:16 439 ნახვა

უნდა მოვამზადოთ ნამდვილი რეფერენდუმი, მე ვარ თქვენს გვერდით, მე ვარ თქვენ და თქვენ ხართ მე - საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა აქციის მონაწილეებს ონლაინ ჩართვისას მოუწოდა.

ზურაბიშვილის თქმით, არჩევნებისთვის ყველა უნდა მოემზადოს.

"გაბრაზებულები ხართ დღეს და გაბრაზდით, მაგრამ დავიწყოთ საქმე. საქმე არის, რომ უნდა მოვამზადოთ პირველ რიგში ნამდვილი რეფერენდუმი. ეს ენერგია რაც დღეს თქვენშია, იმაზე უნდა მოხმარდეს, რომ ხელმოწერები მოაგროვოთ და მოიტანოთ ჩემთან და მოვაწერ ხელს რეფერენდუმს - გვინდა ევროპული მომავალი თუ გვინდა რუსული მონობა. 84 კაცი ამას ვერ გადაწყვეტს. ჩვენ გადავწყვეტთ ყველანი ერთად. 84 კაცი არავინ არ არის იმასთან შედარებით, დღეს ვინც ხართ აქ, ახალი საქართველო მომავლის საქართველო.

 

მეორე მთავარი საქმე - თქვენ ვინც აქ ხართ ახალგაზრდები, როცა უკვე მოაგვარებთ ამ ხელმოწერების შეგროვებას და მოიტანთ ჩემთან, თქვენი მთავარი მოვალეობა იქნება, რომ თქვენ დაიცვათ არჩევნები ყველგან, სადაც საჭირო იქნება, თქვენი მობილიზაცია, თქვენი ნახევარი მილიონი ხმა და ჩვენი დიასპორის ნახევარი მილიონი ხმა როგორც მინიმუმ არის ის, რაც გადაწყვეტს არჩევნებს 26 ოქტომბერს. მე ამ დროს იმას მივხედავ, რომ ჩვენი პარტნიორები, ჩვენი მეგობრები (ზოგმა ვერ გაიგო ვინ მეგობარია და ვინ საუკუნოვანი მტერი ამ ქვეყნის) ჩვენ გვერდით იქნებიან"- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი