საკალათბურთო კლუბი “ქუთაისი” საქართველოს ჩემპიონია

28 მაისი 2024, 10:25 634 ნახვა

საკალათბურთო კლუბი “ქუთაისი 2010” საქართველოს ჩემპიონია. კოტე ტუღუშის გაწვრთნილმა იმერულმა გუნდმა ფინალური სერიის მე-4 მატჩი თბილისში დაძაბულ ბრძოლაში 90:82 “კავკასიას” მოუგო და საერთო ანგარიში 3:1 გახადა. ამ გამარჯვებით კი ქუთაისელებმა ქვეყნის ჩემპიონობა მესამედ იზეიმეს.

საქართველოს ჩემპიონატის ფინალური სერიის საუკეთესო მოთამაშე “ქუთაისის” დეტრეკ ბრაუნინგი გახდა. სუპერლიგის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშის ჯილდო კი ბათუმელ გიორგი ოჩხიკიძეს გადასცეს, რომელიც “ქუთაისის” შემადგენლობაში ასპარეზობს.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი