„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტი 27 მაისს იმსჯელებს

25 მაისი 2024, 13:19 252 ნახვა

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონთან დაკავშირებით პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებზე, იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტი, 27 მაისის სხდომაზე იმსჯელებს.

პრეზიდენტი, პარლამენტის მიერ, სამივე მოსმენით მიღებულ კანონთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებებს აფიქსირებს და უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს, მხოლოდ, ერთ პუნქტს სთავაზობს - კანონი გაუქმდეს ამოქმედებიდან უმოკლეს ვადაში, მომდევნო დღესვე.

კანონი ითვალისწინებს შემდეგ საკითხებს: უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციისა და უცხოური ძალის ცნებების განმარტება; სუბიექტის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაცია და სხვა სათანადო პროცედურული საკითხები; უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრირებული სუბიექტის მიერ ყოველწლიური საფინანსო დეკლარაციის წარდგენა; კანონპროექტით განსაზღვრულ შესაბამის მოთხოვნათა შეუსრულებლობისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრება.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა 09:00 საათზეა ჩანიშნული.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში